Bmatch პლატფორმა რამდენიმე ძირითად პირობას ემყარება:
- გარიგებები იდება სტანდარტული პირობებით - ერთიდაიგივე ანგარიშსწორების თარიღით და არსებობს გარიგების მინიმალური ოდენობა;
- გარიგება იდება ავტომატურად მყიდველისა და გამყიდველის კურსის თანხვედრის შემთხვევაში, რაც უზრუნველყოფს გარიგების დადებას კონკრეტულ მომენტში არსებული საუკეთესო კურსით;
- პლატფორმაზე განთავსებული ყიდვა-გაყიდვის განაცხადები ანონიმურია, მანამ სანამ პლატფორმის მიერ არ მოხდება გარიგების ავტომატური რეგისტრაცია;
- პლატფორმის მონაწილეები თავად განსაზღვრავენ მათთან გარიგებაში დაშვებულ კონტრაგენტებს და სავაჭრო ლიმიტებს;
ახალი პლატფორმის უპირატესობებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებები მხოლოდ ბლუმბერგის სისტემის - Bmatch პლატფორმაზე დადებულ გარიგებებს დაეფუძნოს.
'სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესის' მიხედვით, 2009 წლიდან კურსის გაანგარიშებაში ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში განხორციელებული გარიგებები გაითვალისწინება.
Attachments
- Original document
- Permalink
Disclaimer
National Bank of Georgia published this content on 29 January 2021 and is solely responsible for the information contained therein. Distributed by Public, unedited and unaltered, on 29 January 2021 12:17:06 UTC.